საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 73 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 73 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 4 031 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 585 პაციენტი.

გუშინ, 26 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით 4 128 ადამიანი დაინფიცირდა, 5 611 გამოჯანმრთელდა, 79 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები