37 წლის მამაკაცი, რომელმაც დისშვილი დაჭრა დაკავებულია

საკუთარი დისშვილისთვის მიყენებული დაზიანებების გამო, სამართალდამცველებმა თბილისში 37 წლის მამაკაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 17 წლის მოზარდს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ელის. შემთხვევა თბილისში, საბურთალოზე მოხდა. მეზობლები ამბობენ, რომ ნათესავებს დაპირისპირება ბინის გამო ქონდათ, თუმცა კამათის ხმა მათ არ გაუგიათ.

“ბიძასა და დისშვილს შორის, ყოფით ნიადაგზე სიტყვიერი შეკამათება მოხდა, რა დროსაც, როგორც შემდეგ გაირკვა, ბიძას დაუჭრია დისშვილი. მძიმედ არ არის დაჭრილი, მცირე დაზიანება ჰქონდა. ყოფით ნიადაგზე მოხდა, სახლი ამ ბიჭს ეკუთვნის და თუ არ ვცდები, სახლიდან გაშვება ნდომებია ამ ნათესავების. ბიძა დაკავებულია, თუ არ ვცდები და დისშვილი დაკითხვაზე წაიყვანეს,”- განაცხადა გიორგი გიგოშვილმა.

მსგავსი თემები