2021 წლის 27 აგვისტოდან იზღუდება Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე – განცხადებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დროებით შეჩერება არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის. “შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით.პირველი დოზით აცრის მსურველებმა დაჯავშნეთ და აიცერით პფაიზერის, ასტრაზენეკასა და სინოვაკის ვაქცინებით” – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მსგავსი თემები
-
ცოლის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო, ესპანეთის პრემიერი შესაძლოა გადადგეს
ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა, რათა დაფიქრდეს, დარჩეს თუ არა პოსტზე, მას შემდეგ,... -
თბილისში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება
24 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება,... -
ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატორთა კონფერენციის ერთ-ერთი სპიკერია
დღეს, 25 აპრილს, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) სადაც ერთ-ერთი...