საბერძნეთში 56 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ქართველმა მამაკაცმა წინასწარი დაკავების იზოლატორში თავი ჩამოიხრჩო

საბერძნეთში 56 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ქართველმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. ადგილობრივი პრესის ცნობით, 48 წლის ქართველმა ბრალდებულმა წინასწარი დაკავების იზოლატორში თავი ჩამოიხრჩო.

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში საქართველოს მოქალაქე, 56 წლის ქალი ორი დღის წინ მოკლეს. მეგობარმა მამაკაცმა ის საცხოვრებელ სახლში ჯერ სცემა, შემდეგ კი ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ბერძენმა სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში ქალაქის სხვა უბანში დააკავეს.

მსგავსი თემები