საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 79 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 79 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 611 პაციენტი.

გუშინ, 25 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით 5 021 ადამიანი დაინფიცირდა, 5 041 გამოჯანმრთელდა, 58 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

მსგავსი თემები