საქართველოში კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 611 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე განთავსდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 611 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 79 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 653 ტესტი.

ამასთან, 25 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 041 პაციენტი.

მსგავსი თემები