ოჩამჩირეში V-VI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

ოჩამჩირეში, ანტიკურ ნაქალაქევ გიენოსში უკვე სამი წელია არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. 

გუშინ ამ ადგილას ტყვიის სარკოფაგი აღმოაჩინეს, რომელიც V-VI საუკუნით თარიღდება. სპეციალისტების განცხადებით, სარკოფაგი სავარაუდოდ მაღალი რანგის სასულიერო პირს, ან დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენელს მიეკუთვნება. იმ პერიოდში მსგავსი სარკოფაგები მხოლოდ ამ კატეგორიის პირებისთვის კეთდებოდა. 

სარკოფაგში აღმოჩნდა სხვადასხვა ნივთები და სავარაუდოდ, მამრობითი სქესის ადამიანის ცხედარი. 

არქეოლოგიური გათხრები სალოცავის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.  

მანამდე იგივე ადგილას აღმოჩენილ იქნა ქვის სარკოფაგი და მცირე ზომის ოქროს სამკაული.

მსგავსი თემები