დუისში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ მაჩალიკაშვილი იქნება

მალხაზ მაჩალიკაშვილი ახმეტის საკრებულოს არჩევნებში იღებს მონაწილეობას, სადაც სოფელ დუისის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

„ხეობაში რა პრობლემებია და როგორ არის მთელი ძალოვანი სისტემის მიერ დათრეული ხეობა და მოსახლეობა, ეს ყველაზე კარგად ვიცი. უნდა ვიზრუნო, რა თქმა უნდა, რთული მხარეა, მაგრამ სადაც მე ვიქნები, იქ გამორიცხულია გარიგება, კორუფცია, უსამართლობა. მე არც სიმდიდრის მაძიებელი ვარ, ეს არ მჭრიდება,“- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მსგავსი თემები