კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 2 030, აჭარაში – 599, იმერეთში – 598

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 021 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 030 შემთხვევა, აჭარაში – 599, იმერეთში – 598, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 747 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 312 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 435 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 021 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 528 043-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.52%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 10.84%, ხოლო შვიდი დღის განმავლობაში – 10.57%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 041 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 463 306-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 949 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 021 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 030 შემთხვევა, აჭარა – 599, იმერეთი – 598, ქვემო ქართლი – 333, შიდა ქართლი – 331, გურია – 111, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 336, კახეთი – 446, მცხეთა-მთიანეთი – 114, სამცხე-ჯავახეთი -90, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 762 საიდანაც: 7 356 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 107, აჭარაში – 1 046, იმერეთში – 1 102.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 556 პირი, მათ შორის, თბილისში – 622, აჭარაში – 164, იმერეთში – 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 384 პირი, მათგან თბილისში – 222, აჭარაში – 47, იმერეთში – 26.

3 304 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 528 – თბილისში, 1 227 – აჭარაში.

47 102 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 95 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 93, ხოლო აჭარაში – ორი.

6 ოქტომბრიდან 24 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 102 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 305 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 29 317, პირი, აჭარაში – 8 164, იმერეთში – 4 762“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები