„ეს იარლიყი, რასაც გვაკრავენ, აქ ხეობაში რუსეთს სჭირდება“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციაზე

„დღეს სუსის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობაში ისევ ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული 5 ახალგაზრდა, მე ერთი რამე მაშინებს ყველამ ვიცით მე პირადად დასაკარგი არაფერი მაქვს, მაგრამ როგორც საქართველოს, ასევე ხეობის ბედი მადარდებს,“ – ასე ეხმაურება მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისი ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, მაჩალიკაშვილს დაკავებულების ტერორიზმთან კავშირის არ სჯერა:

„მადარდებს იმიტომ, რომ ასე უსაფუძვლოდ აჟღერებენ ფრაზას „ტერორიზმის ხელშეწყობა, სადაც არანაირი მცდელობა არ არის დაფიქსირებული, სადაც იარაღის მაგვარი, თუნდაც ერთი ტყვია არ არის ამოღებული.

ყველა მცდელობა არის იმისთვის, რომ რამენაირად ეს მოგვწონს თუ არა დაგვადანაშაულონ ტერორიზმში.

იცით ეს რატომ ხდება? გეტყვით, როგორც ზემოთ ავღნიშნე ეს ყველაფერი მაშინებს, მაშინებს იმიტომ, რომ ეს იარლიყი, რასაც გვაკრავენ, აქ ხეობაში რუსეთს სჭირდება, ამას მარტივად მიხვდება ყველა, მიხვდება იმიტომ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ყველაფრით გაიშიფრა, რომ ისინი პირდაპირ მოსკოვს ექვემდებარებიან.

მეორე საკითხი ასევე ყოველი წინა საარჩევნოდ ხდება რამოდენიმე ახალგაზრდის დაკავება შემდგომში ხმებით ვაჭრობა, რაც ყველაზე ბინძური მეთოდია ქართული ოცნებაში.

დღეს ნებისმიერი რეგიონში იარაღით ხელში დარბიან და ერთმანეთს ხოცავენ, მე რომ ჰკითხოთ ამას ჰქვია ტერორიზმი, აი ეს უნდა შიაჩეროთ ხეობაში კი ტერორიზმი არ არსებობს,“ – წერს მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ხეობის მასშტაბით ორ სოფელში ქორეთსა და დუისში სპეცოპერაცია გვიან ღამით ჩატარდა. საქმეზე გამოძიება 327- მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები