24 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 010 096 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 23 აგვისტოს აიცრა 30 067 პირი.
რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 777 პაციენტი, გარდაიცვალა 60 ინფიცირებული.