საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 5 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 777 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 23 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 2 354 შემთხვევა გამოვლინდა, 5 200 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ასევე 60 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები