ვლადიმირ ზელენსკი რუსულ კომპანიებს სანქციებს უწესებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა ქვეყნის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც Ростелеком-თან, Московский комсомолец-სა და სხვა რუსულ ვებ-რესურსებზე წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს.

მედიის ინფორმაციით, ზელენსკის განკარგულება გადაწყვეტილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, სანქციები ეხება 12 რუსულ კომპანიას, მათ შორის Бизнес ньюс медиа-სა და მის კუთვნილ საიტს Ведомости-ს, ასევე Новинфо-ს, საინფორმაციო სააგენტო “Онли ньюс”-ს, საქველმოქმედო დახმარების ასოციაცია Взаимопомощь და სხვ.

ამავე განკარგულების თანახმად, იბლოკება წვდომა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ხელმძღვანელთან დენის პუშილინთან დაკავშირებულ ორ რესურსთანაც.

მსგავსი თემები