“მას ჰქონდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები, ასეთი შემთხვევები არის 0.001%” – მინისტრი ორჯერ ვაქცინირებული პირის გარდაცვალებაზე

ორჯერ ვაქცინირებული 80 წლის მამაკაცის კორონავირუსით გარდაცვალებას ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა – ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პაციენტს ჰქონდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები, რომელიც გამოწვეული იყო ქრონიკული დაავადებებით.

“ეს არის 0,001%, ძირითადად, ვაქცინა გვიცავს ლეტალური შემთხვევებისგან. ამ პაციენტებში იყო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები, რომელიც გამოწვეული იყო ქრონიკული დაავადებებით და ამ შემთხვევაში, ექიმების ძალისხმევაც აღმოჩნდა უშედეგო”, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ცნობილია რომ მამაკაცი კლინიკა “გორმედში” გარდაიცვალა. 

მსგავსი თემები