კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,8 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,8 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10,29 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,94 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 200 პაციენტი. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 60 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები