რეგიონული სატყეო სამსახურების 501 თანამშრომლიდან – 410 უკვე ვაქცინირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს, როგორც ცენტრალური აპარატის, ასევე რეგიონული სატყეო სამსახურების 501 თანამშრომლიდან – 410 უკვე ვაქცინირებულია.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის არჩილ ნიკოლეიშვილის განცხადებით, თანამშრომელთა COVID-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი თავიდანვე აქტიურად მიმდინარეობდა.

“რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებს, სხვადასხვა მომსახურებისთვის და სააგენტოს სერვისების შეთავაზებისთვის, ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხება. იმთავითვე მაღალი იყო მათი სოციალური თუ სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

მნიშვნელოვანია, თითოეუელმა ჩვენგანმა გაითავისოს პროცესის სიმძიმე და შეუერთდეს ვაქცინაციის პროცესს, მხოლოდ ამ გზით შევძლებთ პანდემიის საბოლოოდ დამარცხებას” – განაცხადა არჩილ ნიკოლეიშვილმა

მსგავსი თემები