21 წლის ტურისტი გოგო ამბობს, რომ თბილისში, ბარში მასზე სექსუალურად იძალადეს

ტურისტზე ძალადობის მორიგი ფაქტი თბილისში. დანიის მოქალაქე, 21 წლის გოგონა ამბობს, რომ ერთ-ერთ ბარში გაცნობილმა უცხო მამაკაცმა მასზე სექსუალურად იძალადა.

მომხდარის შესახებ ახალგაზრდა ქალმა მეგობარს შეატყობინა, რომელმაც 112-ში დარეკა. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ის პოლიციამ უკვე გამოკითხა. მოხდა თუ არა დანაშაული – ექსპერტიზის პასუხი დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

მსგავსი თემები