ზურაბ ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ინტერესების დამცველებმა „მატროსოვის ციხე“ დატოვეს. ისინი საკუთარი დავის ქვეშ მყოფს დაახლოებით  2 საათის განმავლობაში ხვდებოდნენ. როგორც ადვოკატები აცხადებენ, ზვიადაურთან დაცვის სტრატეგია შეათანხმეს, ასევე აღნიშნეს, რომ მოწმეთა ბაზა უნდა გაფართოვდეს.

ადვოკატებს ზურაბ ზვიადაურმა წერილიც გადასცა, სადაც ის გარდაცვლილი ნიკა კენჭოშვილის ოჯახს უსამძიმრებს.

“მიუსამძიმრა კენჭოშვილების ოჯახს. თქვა, რომ მისი მდგომარეობა უკიდურესი იყო, თორემ არავის სიკვდილი, არავის გაუბედურება და არავის დაზიანება არ სურდა. გულწრფელად განიცდის, გულწრფელად ნანობს, ისევე როგორც გული შესტკივა თავის ძმისა და თავისი ახლობლის სიკვდილზე, ისე სტკივა გული მას ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო და ისევ იგივე პოზიციაზეა. მოწმეებს ჩვენც გამოვკითხავთ, ვიმუშავებთ ამ მიმართულებით იმისათვის, რომ რეალობა დადგინდეს.  ჯერჯერობით  მოწმეთა ბაზა ამოწურული არ არის, ყველა არ არის დაკითხული“ –  აცხადებს ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი.

ასევე, როგორც ადვოკატი ამბობს, გართულებულია ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ არის გამორიცხული, მას სამედიცინო დახმარებაც დასჭირდეს. საუბარია დისკოზის პრობლემაზე.

მსგავსი თემები