47 წლის კოვიდდადებითი ქალი ტყუპების დედა გახდა – მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

47 წლის კოვიდდადებითი ქალი ტყუპების დედა გახდა. ამის შესახებ კლინიკა “ბომონდი” წერს. მათივე ინფორმაციით, ქალი შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა. 

“ტყუპი ქალ-ვაჟი ქვეყანას “კლინიკა ბომონდში“, ფერიცვალების დღესასწაულზე, საკეისრო კვეთის გზით მოევლინა. აღსანიშნავია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 10 ახალშობილი დაიბადა. აქედან 7 ფიზიოლოგიურ, ხოლო 3 კოვიდსამეანო განყოფილებაში გაჩნდა. დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.„კლინიკა ბომონდი“ იზიარებს ოჯახების ბედნიერებას. მშვიდობას და ჯანმრთელობას უსურვებს ახალშობილთა ოჯახებს, ხოლო სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის დაუღალავი შრომისათვის,” – წერია კლინიკის Facebook გვერდზე.

მსგავსი თემები