ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები აეროპორტში არიან და გამომგზავრებას ელოდებიან

ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები აეროპორტში არიან და გამომგზავრებას ელოდებიან. ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„საქართველოს მოქალაქეები აეროპორტში არიან, ისინი უსაფრთხოდ არიან და ელოდებიან გამოფრენას. სხვა დეტალებს ვერ გეტყვით,“- აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, ავღანეთში სულ 22 საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან 6-მა სამშობლოში დაბრუნება რამდენიმე დღის წინ მოახერხა.

მსგავსი თემები