ეს ციფრები რისკის ქვეშ აყენებს სკოლების გახსნის საკითხს – ივანე ჩხაიძე ეპიდვითარებაზე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე იმედოვნებს, რომ ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში განახლდება. ჩხაიძე მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს, რათა ქვეყანა ჩვეულ ცხოვრებას უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს.

„ციფრები, რომელიც დღეს გვაქვს ძალიან მაღალია და რისკის ქვეშ აყენებს სკოლების გახსნის საკითხს. თუ გავითვალისწინებთ ძალიან მაღალ მიმართვიანობას ვაქცინაციის ცენტრებში, შესაძლებელია, რომ მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდეს. ეს სავსებით დასაშვები სცენარია. ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ სკოლების გახსნის საკითხი, ვინაიდან სკოლა არ წარმოადგენს ინფექციის გავრცელების წყაროს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მსგავსი თემები