Facebook-ი ავღანეთში მყოფი მომხმარებლებისთვის უსაფრთხოების დამატებით ზომებს იღებს – არსებობს ეჭვი, რომ თალიბანი ოპონენტებს სოციალური ქსელებით უთვალთვალებს

Facebook-ი ავღანეთში მყოფი მომხმარებლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ახალ ზომებს იღებს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მათ ავღანეთში მყოფი მომხმარებლების ანგარიშიდან დროებით ამოიღეს “მეგობრების“ სიის ნახვისა და მათში კონკრეტული პიროვნებების ძებნის ფუნქცია. 

ამასთან, Facebook-ის უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ნათანიელ გლეიხერმა განაცხადა, რომ ავღანეთში მყოფი მომხმარებლებისთვის შემოიღეს “ერთი დაწკაპუნების ფუნქცია” პროფილის სწრაფად ჩასაკეტად. თუ მომხმარებელი გამოიყენებს ამ ინსტრუმენტს, ადამიანები, რომლებიც მისი მეგობრების სიაში არ არიან, ვერ შეძლებენ მისი პროფილის ფოტოს ჩამოტვირთვას ან გაზიარებას, ასევე, ვერ შეძლებენ ნახონ პოსტები მომხმარებლის თაიმლაინზე. 

Facebook-მა მსგავსი ზომების მიღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაჩნდა ეჭვი, რომ თალიბანი სოციალურ ქსელებს ოპონენტების თვალთვალისთვის იყენებს. 

იქამდე,Facebook-მა დაადასტურა, რომ აგრძელებს თალიბანის შინაარსის აკრძალვას მისი პლატფორმებიდან, რადგან მიიჩნევს, რომ ჯგუფი ტერორისტული ორგანიზაციაა.

მსგავსი თემები