ზურაბ ზვიადაურის ადვოკატები პატიმრობის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

განზრახ მკვლელობა თუ აუცილებელი მოგერიება – ოლიმპიური ჩემპიონის ადვოკატები ზურაბ ზვიადაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მიღებულ პატიმრობის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და მის გასაჩივრებას გეგმავენ.

უფლებადამცველები სააპელაციო სასამართლოს დღეს მიმართავენ. ადვოკატების თქმით, სისხლის სამართლის ამ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ზვიადაურის მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა არ დასტურდება და აუცილებელია საქმის გადაკვალიფიცირება.

ზვიადაურის ერთ-ერთი ადვოკატის, ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, საბოლოოდ, შესაძლებელია, სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც შეიტანონ. 

მსგავსი თემები