“20/20”-ის კრიტიკას მმართველ პარტიაში პასუხობენ

  •  

სამოქალაქო პლატფორმა “20/20”-მა 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის შესახებ არაგეგმური ანგარიში მოამზადა. სამოქალაქო პლატფორმა “20/20” მიიჩნევს, რომ საოლქო კომისიების დროებითი წევრების შერჩევისას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არასათანადო ყურადღება დაუთმო კანდიდატთა პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობის შესწავლას. მათ შორის შერჩეულები იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არიან “ქართული ოცნების” შემომწირველები

ბრალდებას პასუხობენ “ქართულ ოცნებაში”. გიორგი ვოლსკის თქმით, გასაკვირი არაა, რომ ამ ადამიანებს შორის შესაძლებელია იყოს “ქართული ოცნების” შემომწირველი რადგან საზოგადოებას აღარ სურს სადისტური რეჟიმის დაბრუნება. გიორგი ვოლსკის თქმით, ის რომ ვინმე “ქართული ოცნების” შემომწირველია არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მიკერძოებულები იქნებიან და რამე ისეთს ჩაიდენენ, რაც სახელმწიფო ინტერესებს არ შეესაბამება.

მსგავსი თემები