თბილისში 4 დღის წინ გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ – სად დააფიქსირა კამერებმა ვარშავიდან ჩამოსული 20 წლის მამაკაცი ბოლოს

  •  

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ რომელიც 4 დღის წინ გაუჩინარდა – სოციალურ ქსელში ვრცელდებული ინფორმაციის თანახმნად, 20 წლის ნოდარ თამარიანი ვარშავიდან საქართველოში 14 აგვისტოს ჩამოფრინდა, მეორე დღეს კი მისი კვალი გაქრა.

“დაიკარგა ნოდარი თამარიანი 20 წლის. ჩამოფრინდა ვარშავიდან ქუთაისის აეროპორტში. 14 აგვისტოს საღამოს 9:42 წუთზე. კამერებმა დააფიქსირა, რომ გამოვიდა აეროპორტიდან და ერთი ღამე გაათია სასტუმროში. ეს ფაქტიც დააფიქსირა კამერებმა!

მეორე დილით 10 დან 11 საათამდე გამოვიდა სასტუმროდან და წავიდა სამარშრუტო ტაქსებისკენ, რომ წასულიყო თბილისის მიმართულებით. ესეც დააფიქსირა კამერებმა!
არ მისული სადგურამდე პატარა მონაკვეთში მისი კვალი გაქრა. 4 დღეა ეძებს პოლიციაც! თუ ვინმეს გეცნობათ ან გინახავთ, შეგვეხმიანეთ გთხოვთ.

საკონტაქტო ნომრები:

555407303 ეკა

579230860 ნუგო

ინფორმაცია პირადში ან ნომერზე მოგვწერეთ,”-წერს ნათია სალაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები