ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 883 570 აცრაა ჩატარებული, 18 აგვისტოს აიცრა 26 363 პირი

19 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 883 570 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 258 303 ადამიანი.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში აიცრა 26 363 პირი.

რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 471 პაციენტი, გარდაიცვალა 58 ინფიცირებული.

მსგავსი თემები