მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 210 მილიონს გადააჭარბა

  •  

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 210 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.4 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 188.2 მილიონს შეადგენს.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების აქტიური შემთხვევები 17.4 მილიონს აჭარბებს. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 38 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 32.3 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.

მსგავსი თემები