სატყეო სააგენტოს თანამშრომლები აქტიურად იცრებიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

იმერეთის  რეგიონული სატყეო სამსახურის თანამშრომლები -16 მეტყევე ქუთაისის ოთარ ჩხობაძის  სახელობის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში  აიცრა.

“მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით.  თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ ვითარების სიმძიმე, მხოლოდ ამ გზით დავამარცხებთ პანდემიას და არ ვიქნებით რისკის შემცველი ირგვლივ  მყოფთათვის. გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ ასევე, ერთმანეთის ჯანმრთელობას ” – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა.

მსგავსი თემები