მოსამართლემ ზურა ზვიადაურს პატიმრობა შეუფარდა

თელავის რაიონულ სასამართლოში ზურა ზვიადაურის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შეამდგომლობა და ოლიმპიურ ჩემპიონს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა. თავად ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ეს იყო აუცილებელი მოგერიება.

„თავს არ ვთვლი დამნაშავედ. თავს არ ვცნობ დამნაშავედ, ეგ ერთი და მანდ რაც არის მოყვანილი, არ იყო ისე, დანარჩენს ადვოკატები გასცემენ პასუხს,“ – განაცხადა ზურა ზვიადაურმა პროცესზე.

მან მოსამართლეს მადლობა გადაუხადა და უსურვა, რომ არასდროს აღმოჩნდეს მის მდგომარეობაში.

ზვიადაურს თავდებში ოლიმპიური ჩემპიონები უდგებოდნენ და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ. მათ შორის იყვნენ ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური.

შეგახსენებთ, რომ წინანდალში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას ზურა ზვიადაურის ძმის – ზვიად ზვიადაურისა და მისი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისინი ნიკა კენჭოშვილილმა ნახევრად ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. თავად კენჭოშვილი კი აუცილებელი მოგერიების შედეგად, ზურა ზვიადაურის მიერ ნასროლი იარაღიდან დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა.  

მსგავსი თემები