“როცა მოსახლეობის დიდ ნაწილს ავცრით ორჯერადად, მაშინ მიზანშეწონილი იქნება მესამე დოზაზე საუბარი” – ამირან გამყრელიძე

„როდესაც ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს ავცრით ორჯერადად, მაშინ, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი იქნება მესამე დოზაზე საუბარი“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ფეისბუქ ლაივში, ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, „ბუსტერ“ დოზასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გვიან შემოდგომაზე გახდება ცნობილი.

„მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ გააჟღერა „ბუსტერის“ ინიციატივა და დაიწყო. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ისრაელმა, ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ახლა გადაწყვეტილებას, რომ მეორე აცრიდან 8 თვის შემდეგ „ბუსტერი“ გააკეთონ. ამ ქვეყნებს, რომელიც მე დავასახელე, ორჯერადად აცრილი ჰყავთ მოსახლეობის 60%. ჩვენ, როდესაც ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს ავცრით ორჯერადად, მაშინ, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი იქნება მესამე დოზაზე საუბარი. მოდი, ჯერ მესამე დოზით ნუ წავართმევთ ადამიანებს ვაქცინას, ვისაც 2 დოზა სჭირდება. ვაქცინის საკმარისი რაოდენობა არის ჩვენთან, თანდათანობით შემოდის, მაგრამ ამ საკითხზე მოდით ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში ვისაუბროთ.

ჩემი აზრით, ამ პანდემიის დროს, „ბუსტერი“ საჭირო გახდება. ჯერ, არ არის იმის მტკიცებულება, რომ ეს 6-8-10 თვის შემდეგ იქნება. შესაბამისად, საერთშორისო პრაქტიკის გამოცდილებით მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას გვიან შემოდგომაზე“, -აღნიშნავს გამყრელიძე.

მსგავსი თემები