“სირცხვილია, რომ ზურაბ ზვიადაური პატიმარია” – ოლიმპიური ჩემპიონის ადვოკატების თქმით, ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა

ზურაბ ზვიადაურს ბრალს ოფიციალურად წარუდგინეს. ადვოკატების თქმით, ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი დეპუტატი სროლის დროს აუცილებელი მოგერიების მოტივით მოქმედებდა.

როგორც ირკვევა, ზურაბ ზვიადაურმა შეიარაღებული ნიკა კენჭოშვილი საკუთარი იარაღით მოკლა – მანამდე კი კენჭოშვილმა ორი ადამიანი სასიკვდილოდ დაჭრა.

“გამომძიებელმა დამირეკა, რომ ბრალის წარდგენას აპირებს. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო, რადგან კანონის ფარგლებში მოქმედებდა ბატონი ზურა, რომელიც აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო. როდესაც მივიდა თავისი ძმის წამოსაყვანად, ხალხი შეკრებილი და სროლები დაიწყო. როდესაც ნახა, რომ 4 ადამიანი იყო დაჭრილი, ზურას მიმართულებითაც ისროდა, მისი ძმისაც და ცდილობდა გადაერჩინა თავისი, ძმის და ახლობლების სიცოცხლე,”- აცხადებს ზურაბ ზვიადაურის უფლებადამცველი ტარიელ მურმანიშვილი.

“სირცხვილია, რომ ზურაბ ზვიადაური პატიმარია. 109-ე მუხლს არ ველოდებით, იმიტომ რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, თუმცა რას წაუყენებენ ბრალს, არ ვიცით. ეს ადამიანი არის უდანაშაულო, იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და ამას დავამტკიცებთ,”-აცხადებს ზვიადაურის კდევ ერთი ადვოკატი კახა ცნობილაძე.

მსგავსი თემები