საქართველოში 12 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში 12 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება.

როგორც გამყრელიძემ ფეისბუქლაივის დროს განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ასოციაციისა და ევროპის წამლის სააგანტოს რეკომენდაციას ელოდება.

„ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ამ თვალსაზრისით ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, სადაც ეს საკითხი განიხილება. ბევრმა ქვეყანამ საკუთარი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12-დან ზემოთ მოზარდებს. ცრიან ძირითადად „ფაიზერით“ და „მოდერნათი“, რადგან ამ ორ ვაქცინაზე, ამ ასაკში კლინიკური კვლევები დიდი ხანია დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტიანია. ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებას. როგორც კი რეკომენდაცია იქნება, რა თქმა უნდა, დავიწყებთ აცრას. ვფიქრობ, შემოდგომაზე დავიწყებთ ამ ასაკის პირების აცრას“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები