“7 თვის ორსული ქალი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, აცრილი არ იყო” – ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი

ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორის, ალექსი ვაჩაძის განცხადებით, 7 თვის ორსული ქალი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, აცრილი არ იყო.

მისივე ინფორმაციით, მდგომარეობა თავიდან სტაბილური იყო, რეანიმაციულ განყოფილებაში კი 13 აგვისტოს მოათავსეს. ეს საქართველოში ორსული ქალის კორონავირუსით გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა. არსებული ინფორმაციით, არცერთი მათგანი აცრილი არ ყოფილა. 

“ახალგაზრდა გოგონა, რომელიც იყო 18 კვირის ფეხმძიმე, 27 ივლისს შემოიყვანეს ჩვენთან, კლინიკაში, დადასტურებული კოვიდინფექციით. სამწუხაროდ, პაციენტი არ იყო აცრილი. თავიდან მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, დასაწყისისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა – ყელის ტკივილი, ხველება, ასეთი მსუბუქი სიმპტომატიკა.

რეანიმაციაში გადავიდა 13 აგვისტოს, სადაც ყველაფერი კეთდებოდა, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი მდგომარეობის შენარჩუნება და 16 აგვისტოს ის გადავიდა სრულ მართვით სუნთქვაზე,”- აცხადებს ალექსი ვაჩაძე.

სპეციალისტები მოუწოდებენ ფეხმძიმეებს, რომ ორსულობის ნებისმიერ ტრიმესტრში ვაქცინაცია ჩაიტარონ. 

მსგავსი თემები