ავღანეთიდან უცხოელებისა და ადგილობრივების ევაკუაცია გრძელდება

ავღანეთში უცხოელებისა და ადგილობრივების ევაკუაცია გრძელდება. მიგრაცია, ევაკუაცია და ადამიანის უფლებები – ეს არის ის საკითხები, რაზეც საერთაშორისო საზოგადოება ახლა განსაკუთრებულ კონცენტრირებას ახდენს. დასავლეთის მთავარი გზავნილი ავღანეთის მმართველების მისამართით ისაა, რომ მათ დაიცვან ადამიანის უფლებები და ხელი არ შეუშალონ ევაკუაციის უსაფრთხოებას.

ცოტა ხნის წინ, პენტაგონმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ ყოველდღიურად ავღანეთიდან 9 000 ადამიანის გაყვანა შეუძლიათ. მიუხედავად იმისა რომ თალიბანს გაცხადებული აქვს, რომ  ადამიანის უფლებები იქნება დაცული, ადგილობრივებს ამ განცხადებების არ სჯერათ და ისინი ქვეყნიდან გარბიან.

“ჩვენი გეგმაა იმ ადამიანების უსაფრთხოდ ევაკუაცია, რომლებიც მუშაობდნენ შეერთებულ შტატებთან, რომლებსაც აქვთ სპეციალური საიმიგრაციო ვიზები. ჩვენ დავადგინეთ ასეთი პირები და ოჯახები. ჩვენ ვცდილობთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ისინი მივიდნენ აეროპორტში და შემდეგ მათი ევაკუაცია მოვახდინოთ. ეს არის ჩვენი გეგმა თვის ბოლომდე,“ – ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი.

ავღანეთის საკითხზე გუშინ ჟოზეფ ბორელმაც ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში თავიდან იქნეს აცილებული მიგრაციის ახალი ტალღა და ჰუმანიტარული კრიზისი.

მსგავსი თემები