სამხედრო ექიმები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვნენ

აცრაში მოქალაქეებს სამხედრო ექიმები ეხმარებიან. სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული ჯგუფები შიდა ქართლის სოფლებში უზრუნველყოფდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაციას.

აცრამდე ისინი მოქალაქეებს პირადად გაესაუბრნენ და ვაქცინაციის პროცესის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.

თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით, მოქალაქეებს, რომლებიც ამცრელ ცენტრში მისვლას ვერ ახერხებს, ადგილზე აცრიან.

მსგავსი თემები