“ვფიქრობ, მომდევნო კვირა მოგვცემს იმის თქმის საშუალებას, თუ რა შედეგი გამოიღო შეზღუდვამ” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმისთვის, რომ დაწესებული შეზღუდვების შედეგი გამოჩნდეს, მინიმუმ, ორი კვირა უნდა გავიდეს.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან გამოჩნდება ეს შედეგი, თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, ეს შედეგი “ნელი იქნება”, რადგან შეზღუდვები მასობრივი არ არის. 

“შეზღუდვებს დრო სჭირდება – დაახლოებით, ორი კვირაა ის პერიოდი, როდესაც ჩვენ, გარკვეულწილად, შეგვეძლება ვისაუბროთ შეზღუდვების დაწესების თუ შემსუბუქების შედეგებზე. ამდენად, ჯერ ცოტა ადრეა ამაზე საუბარი. ვფიქრობ, კვირის ბოლომდე პერიოდი და მომდევნო კვირა მოგვცემს იმის თქმის საშუალებას, თუ რა შედეგი გამოიღო შეზღუდვამ. ნელი იქნება ეს შედეგი, რადგან ჩვენ არ ვსაუბრობთ მასობრივ შეზღუდვებზე და საუბარია მხოლოდ წერტილოვან რეგულაციებზე და მისი აღსრულებაც არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შედეგი დავინახოთ,”-აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

მსგავსი თემები