ვაქცინაციის პროცესში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებიც ჩაერთნენ

პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვაქცინაციის პროცესში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებიც არიან ჩართული. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში N 11 სარეაბილიტაციო დაწესებულების ორ არასრულწლოვან მსჯავრდებულს ჩაუტარდა ვაქცინაცია. ამ დროისთვის ვაქცინირებულია ოთხი არასრულწლოვანი მსჯავრდებული.

„სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისიდან დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ️მსჯავრდებულების ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფება 9 300-მდე პატიმარი. ამ დროისათვის ვაქცინირებულია 6 002 მსჯავრდებული/ბრალდებული, ანუ კონტინგენტის – 64 პროცენტი, მათ შორის რევაქცინირებული – 4 523, რაც 48 პროცენტს შეადგენს“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

მსგავსი თემები