ოპოზიციის ნაწილმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა – ნახეთ ჩამონათვალი

დღეს ოპოზიციამ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

კანდიდატები „გირჩი მეტი თავისუფლებამ“, „დროამ“, და „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინეს.

„გირჩი მეტი თავისუფლება“ – დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ნიკა მოსიაშვილი, ნაძალადევიში – ბადრი გრიგალაშვილი, მთაწმინდაზე – თენგიზ კირთაძე და საბურთალოში – ბორის ყურუა.

პარტია “დროა” – გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ელენე ხოშტარია; ვაკის მაჟორიტარი – ბათუ ქუთელია, კრწანისში კი თამაზ ახობახე.

პარტია “ევროპული საქართველო”- სამგორის მაჟორიტარი კანდიდატი დათო ჟღენტი იქნება, ისანში – ბესიკ დონაძე, ჩუღურეთში კი გიორგი ნონიაშვილი.

მსგავსი თემები