წინანდალში, სადაც მკვლელობა მოხდა, ამბობენ, რომ სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირები ადგილობრივები არ იყვნენ

“გუშინ საღამოს გავიგე სროლა, 5-6 ჯერ იყო პირველი გასროლა. რამდენიმე წუთში 3-4 სროლა იყო, შემდეგ ხმაური, ყვირილის ხმა 10 წუთი მაინც გრძელდებოდა,”- ამის შესახებ გუშინ მომხდარი მკველეობის ფაქტთან დაკავშირებით ადგილობრივი ყვება.

დაპირისპირებაში 7 ადამიანი მონაწილეობდა. ერთ-ერთი მოკლული ნიკა კენჭოშვილია, რომლის მკვლელობასაც ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ედავებიან.

ნიკა კენჭოშვილი დასავლეთ საქართველოდანაა და ის საკუთარ სახლში ჯერ არ გადაუსვენებიათ. 

დაკავებულები კახეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ვრცელდება რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება ვალის დაბრუნება უკავშირდება, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და ორივე მხარემ იარაღი გამოიყენა. მეორე ვერსიით კი, დაპირისპირება სამშენებლო ობიექტზე მოხდა და მხარეები ახლობლებს დაუკავშირდნენ, რაც მკვლელობით დასრულდა.

მსგავსი თემები