ერთი დოზით აცრილი ადამიანების 2,85% მოხვდა კლინიკაში, ხოლო ორჯერადად აცრილებიდან 2,13% – ეკატერინე ტიკარაძე მოსახლოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ორჯერადად და ერთჯერადად აცრილი ადამიანების კლინიკაში გადაყვანის პროცენტულ მაჩევნებელზე საუბრობს და მოსახლეობას კვლავ  ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. 

“ჩვენ გავაკეთეთ მოკვლევა და გვაქვს საფუძველი დავადგინოთ, აცრა როგორ მოქმედებს. ერთი დოზით ვაქცინირებული პირებიდან, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია 2,85% და ორჯერადაც ვაქცინირებულებიდან – 2, 13 %. კლინიკაში დღესდღეობით 95% გადის მკურნალობას ისეთი ადამიანი, ვინც არაა აცრილი. 

ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და მე მოვუწოდებ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და ინტენსიურად გამოიყენონ პირბადეები,”-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები