საქართველოში კიდევ ერთი, 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 09:43 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი კვლავ სოფელ სამებასთან იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.9 მაგნიტუდა შეადგინა.

საქართველოში ბოლო პერიოდში მიწისქვეშა ბიძგები რამდენიმეჯერ დაფიქსირდა და თითქმის ყველა მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. სიძლიერით ყველაზე დიდი მიწისძვრა 16 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა. მიწისძვრის სიძლიერემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.

მსგავსი თემები