20-წლიანი შუალედის შემდეგ, ქაბული თალიბანის კონტროლის ქვეშაა

თალიბანმა 20-წლიანი ოცნება აისრულა – ქაბულს აკონტროლებს. რადიკალური დაჯგუფება გამარჯვებას ზეიმობს, სასოწარკვეთილი ავღანელი ხალხი კი გარბის. გარბიან საკუთარი ქალაქიდან, ტოვებენ საცხოვრებელ სახლებს, იმიტომ, რომ სიტყვა “თალიბანის” ხსენებაზეც კი, ერთადერთი განცდა, რაც ადგილობრივებს ეუფლებათ – შიშია.

ქაბულის ქუჩები და აეროპორტი ქაოსმა და პანიკამ მოიცვა. გაქცევის სურვილი იმდენად დიდია, რომ ადგილობრივები დაძრულ თვითმფრინავებს ახტებიან. ამერიკული სამხედრო ძალების ბორტი, რომელიც ავღანელების ნაწილს ხსნა ეგონა, რამდენიმე ადამიანისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. 5 ადამიანი ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. ჭყლეტაში დაშავდა დაახლოებით 40 ადამიანი.

მშვიდობიან თანაცხოვრებას, საკუთრების და ყველა უფლებაში დაცვას ჰპირდება ავღანელ ხალხს რადიკალური დაჯგუფება.

მსგავსი თემები