ვაქცინაციის პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ერთვება – პრემიერმა განკარგულება გამოსცა

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვება.

“ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვება” – შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა.

“საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და “საგანგებო მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განსახორციელებლად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები,” – ნათქვამია პრემიერმინისტრის ბრძანებაში.

მსგავსი თემები