ქაბულში, აფრენილი თვითმფრინავიდან ადამიანები ჩამოვარდნენ

შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება ინტერნეტში, ქაბულში, აფრენილი თვიმფრინავიდან ადამიანები ჩამოვარდნენ.

ეს ადამიანები, სავარაუდოდ, თვითმფრინავზე გარედან სხედან.

„თალიბანმა“ ავღანეთში ომი დასრულებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც დედაქალაქი ქაბული აიღო და ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. ქაბულის ქუჩებში თალიბები პატრულირებენ. ბევრმა ქვეყანამ საკუთარი დიპლომატების, მოქალაქეებისა და ადგილობრივი ავღანელი თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყო. ქაბულის აეროპორტში ასობით ავღანელია თავშეყრილი და ქვეყნის დატოვებას ცდილობს, რის გამოც აეროპორტში ქაოტური მდგომარეობაა შექმნილი.

მსგავსი თემები