„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დეპუტატი კანდიდატების ადგილობრივ არჩევნებზე წარდგენა უცნაური ამბავია, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ მათ გამარჯვების იმედი არ აქვთ” – ვახტანგ მეგრელიშვილი

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, უცნაურია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებად პარლამენტის მოქმედი წევრები წარადგინა.

მეგრელიშვილის თქმით, ზუსტად არ იცის, რას ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია ადგილობრივ არჩევნებზე დეპუტატი კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით, თუმცა ეჭვობს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ისინი საუკეთესო კანდიდატები არიან და ამ გზით ფიქრობენ დიდი რაოდენობით ხმების მოგროვებას.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თავისი დეპუტატი კანდიდატების ადგილობრივ არჩევნებზე წარდგენა რაღაც უცნაური ამბავია. თუ ამ ხალხმა გაიმარჯვა, ვიცით, რომ პრობლემაა, ჩახსნილია სიები, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაცია ფაქტობრივად ნაკლული შემადგენლობით დარჩება. მეორეს მხრივ, ეს ნიშნავს, რომ თუ არ გაიმარჯვებენ, არაფერიც არ მოხდება.

აქედან გამომდინარე, ყველა პარტიას აქვს თავისი სტრატეგია. ზუსტად ვერ გეტყვით „ნაციონალური მოძრაობა“ რატომ არჩევს ასეთ სტრატეგიას და რატომ უშვებს თავის პარლამენტარებს ადგილობრივ არჩევნებზე, მაგრამ შემიძლია, ეჭვი გამოვთქვა იმის შესახებ, რომ ესენი არიანი მისი საუკეთესო კანდიდატები. ამ გზით ის ფიქრობს, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით ხმებს დაამობილიზებს“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „რა მიზეზით დააყენეს ეს კანდიდატები ჩახსნილი სიების ფონზე“, – მეგრელიშვილი ვარაუდობს, რომ მათ გამარჯვების იმედი არ აქვთ.

„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათ არ აქვთ გამარჯვების იმედი, შესაბამისად, ეს არის მიზეზი“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მსგავსი თემები