საველე ჰოსპიტალში საწოლები და ხელოვნური სუნთქვის აპარატები შეიტანეს

მძიმე პაციენტების მისაღებად ემზადება პირველი საველე ჰოსპიტალი. სპორტულ დარბაზში, უკვე შეიტანეს საწოლები, ხელოვნური სუნთქვის აპარატები, სამედიცინო აღჭურვილობა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პირველი საველე ჰოსპიტლის მედპერსონალი მძიმე პაციენტების მისაღებად მზად არის.

“ჰოსპიტალი გაიშლება 500 საწოლამდე პაციენტისთვის, საწოლების უმრავლესობა იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. დღიესთვის უკვე გამართულია ყველა მოწყობილობა, რომელიც ესაჭიროება საწოლებს იმისთვის, რომ მომარაგდეს ჟანგბადით. დამონტაჟებულია ორი 5 ტონიანი ცისტერნა, რომელიც საწოლებს ჯანგბადით მოამარაგებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კოვიდის მართვის პერიოდში. 

რაც შეეხება ექიმებს, არაერთი ვერსია მოვისმინე, სამხედრო ექიმების ჩართვაზე და არასრულფასოვნად ამ პროცესისთვის მზადყოფნაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში არ ხდება ექიმების მომზადება, სამხედრო-საველე პირობებისთვის, თუმცა ექიმების ის მეტი წილი, რომელიც დღეისთვის არის პრაკქტიკოსი ექიმი, მათ იმ პერიოდში აქვთ განათლება მიღებული, როდესაც სამხედრო გადამზადება იყო სავალდებულო და შესაბამისად მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება ამასთან მიმართებაში,”- აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

მსგავსი თემები