“საშიში და სამწუხარო უპასუხისმგებლობაა” – ბუწაშვილი თენგიზ ცერცვაძეს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელს ტყუილში ამხელს. როგორც ბუწაშვილი წერს, მაშინ როდესაც ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის მართვა ევროპის ბევრ ქვეყანაზე და აშშ-ზე უკეთ ხდება, ამაზე კომენტარის გაკეთება არ შეიძლება.

„ამონარიდი კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანლის ა.წ. 12 აგვისტოს მორიგი შედევრიდან:

“საქართველოში კოვიდ ავადმყოფების კლინიკური მართვა ამერიკის და ევროპის ბევრ ქვეყანაზე უკეთესი იყო ადრეც (მთელი პანდემიის მანძილზე) და უკეთესია ახლაც”.

აბა, ამაზე რაღა კომენტარის გაკეთება შეიძლება?”, – წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

ბუწაშვილის სტატუსს ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნული განცხადება საშიში და სამწუხარო უპასუხისმგებლობაა.

მსგავსი თემები