“დროა, ჯო ბაიდენი სამარცხვინოდ გადადგეს” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ავღანეთში განვითარებული მოვლენების გამო გადადგომისკენ მოუწოდებს.

„დროა, ჯო ბაიდენი სამარცხვინოდ გადადგეს, იმის გამო, რაც ავღანეთში დაუშვა, კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდის, ასევე სასაზღვრო კატასტროფის, ენერგოდამოუკიდებლობის განადგურების და დახეიბრებულ ეკონომიკასთან ერთად,“ – აღნიშნულია ტრამპის განცხადებაში.

მისი თქმით, ბაიდენის გადადგომა დიდი ამბავი არ უნდა იყოს, რადგან ის ლეგიტიმურად არასდროს აურჩევიათ.

„ის, რაც ბაიდენმა ავღანეთში გააკეთა ლეგენდარულია – ეს შევა როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი ამერიკის ისტორიაში,“- აღნიშნა ტრამპმა.

მსგავსი თემები