ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 307 ინფიცირებული იმყოფება

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 53 614 საიდანაც 6 841 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 110, აჭარაში – 903, იმერეთში – 973.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 423 პირი, მათ შორის, თბილისში – 612, აჭარაში – 146, იმერეთში – 320. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 307 პირი,  მათგან თბილისში – 193, აჭარაში – 22, იმერეთში – 20.

3 459 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 619 – თბილისში, 1 298- აჭარაში. 43    314 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.  

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 67, ხოლო აჭარაში – 5.

სულ  6 ოქტომბრიდან – 14 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 042 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 919 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 22 311, პირი, აჭარაში – 6 570, იმერეთში – 4 690.

მსგავსი თემები