შრომის ინსპექციას შეეძლება, ქორწილები და ქელეხები არ გაამართინოს და ყველაფერი დალუქოს

​კორონავირუსის შემთხვევების კატასტროფულად მატების,  ქორწილების, ქელეხების და სხვა ღონისძიებების გამართვის შემთხვევების გახშირების გამო, შრომის ინსპექციის ფუნქციები იზრდება. მას  ხალხმრავალი ღონისძიების გამართვის პრევენციის უფლება ეძლევა.

თუ არსებული რეგულაციით, ინსპექციას ჯარიმის გამოწერის უფლება ჰქონდა, ამჯერად,  ქელეხის, ქორწილის, იუბილისა და სხვა სახის შეკრების ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში,  მას შეუძლია, რეაგირება  ღონისძიების გამართვამდე მოახდინოს, ის არ ჩაატარებინოს და ინვენტარი დალუქოს.

2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით: „შრომის ინსპექციის სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია, დროებით შეზღუდოს ობიექტზე არსებული სივრცის ან/და ნივთის (მათ შორის ობიექტის ან მასზე არსებული კონკრეტული ადგილის, აპარატურის ან/და სხვა ნივთის გამოყენება, რომლებიც უშუალო კავშირშია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების განხორციელებასთან) გამოყენება, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიების გამართვისას განმეორებით კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, შეზღუდოს ობიექტზე არსებული სივრცის/ნივთის გამოყენება და გადასცეს საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სისხლის სამართლის საქმისწარმოების დაწყების მიზნით. დაუშვებელია ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების უგულვებელყოფა“.

მსგავსი თემები